ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული მატარებელი საქართველოში ხვალ შემოვა

ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი 8 დეკემბერს საქართველოში შემოვა და დროებით ახალქალაქში შეჩერდება. მატარებელი სტამბულიდან 4 დეკემბერს გამოვიდა.

ახალქალაქში გაჩერების შემდეგ, სატვირთო მატარებელი აზერბაიჯანში, შემდეგ ყაზახეთში, ბოლოს კი ჩინეთის ქსიანის პროვინციაში ჩავა. გეგმის მიხედვით, მატარებელმა 8 693 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს.

თურქული მედიის ცნობით, მატარებელი დატვირთულია თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ტვირთი 42 კონტეინერშია განთავსებული.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მარშრუტი 2018 წლიდან შევიდა ექსპულატაციაში. მაგისტრალით, დაახლოებით, 400 000 ტონა ტვირთი უკვე იქნა გადაზიდული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები