გერმანიაში საახალწლო პერიოდში კვების ობიექტები და სასტუმროები არ იმუშავებს

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ, ბერლინში, „ლოქდაუნის“ მოწინააღმდეგეების 20 000-კაციანი აქციის ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა ძალაში დატოვა;
გერმანიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი შეზღუდვები 2021 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისად, საახალწლო პერიოდში არც კვების ობიექტები და არც სასტუმროები იმუშავებს. ამასთან, 5 პირამდე შეკრების შეზღუდვაც იმოქმედებს;
გარდა ამისა, ბავარიის მიწაზე ადგილობრივი ხელისუფლება შეზღუდვების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი არ შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები