რუმინეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც პანდემიის გამო მოსალოდნელია ამომრჩევლების დაბალი აქტივობა

“რუმინეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც პანდემიის გამო მოსალოდნელია ამომრჩევლების დაბალი აქტივობა – დაახლოებით 40%”, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს აქტივობისკენ მოუწოდებს.

„რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს აქტივობისკენ და აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლა უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს ვიდრე მაგალითად, სუპერმარკეტში წასვლა, რადგან ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება ატაროს პირბადე და დაიმუშაოს ხელები საარჩევნო უბანზე შესვლა/გამოსვლის დროს“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები