ევროკავშირი და ბრიტანეთი Brexit-ის საკვანძო საკითხებზე ვერ თანხმდებიან

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ურთიერთობების შესახებ “ბრექსიტის” შემდგომ სამართლებრივ რეგლამენტში, მართვის სისტემასა და მეთევზეობაში. აღნიშნულის შესახებ სატელეფონი საუბრის შემდეგ განაცხადეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლიაენმა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა.

“ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ბევრ სფეროში მივაღწიეთ შეთანხმებას. ამასთანავე აზრთა სხვადასხვაობა რჩება სამ კრიტიკულ პრობლემაზე: სამართლებრივი რეგლამენტი, მართვითი სისტემა და მეთევზეობა. ორივე მხარე ვადასტურებთ, რომ შეთანხმება შეუძლებელია თუ კი ეს საკითხები არ იქნება მოგვარებული”,- განაცხადა ფონ დერ ლიაენმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სამომავლო ურთიერთობების ფორმატში დღეს ბრიუსელში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები