შობა კორონავირუსთან ერთად ევროპულ ქვეყნებში – მოიხსნება თუ არა შეზღუდვები კათოლიკურ დღესასწაულზე

ევროპული ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე საშობაო დღესასწაულებისთვის ემზადებიან.

პორტუგალიის ხელისუფლებამ, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მიიღო გადაწყვეტილება მოხსნა შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე 23-დან 26 დეკემბრის ჩათვლით. მაგრამ, საახალწლოდ მკაცრი შეზღუდვები კვლავ ძალაში იქნება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელების შემცირებას შეუწყვეს ხელი, მაგრამ ამ შეზღუდვების შემცირება ჯერ ადრეა.

პორტუგალიის პრემიერმინისტრმა ანტონიო კოშტამ მოსახლეოხბას მიმართა:

შობის დღესასწაული არ მოგვიტანს იმუნიტეტს და დაცვას. დღესასწაულის აღნიშნვა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ ერთმანეთს სიყვარული, მეგობრობა, ძმობა უნდა ვაჩუქოთ და არა ვირუსი

ლონდონის აღმოსავლეთით სავაჭრო ცენტრ სტრატფორტში დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს სანიტარული ნორმებისა და “ლოქდაუნის” წინააღმდეგ. ისინი სკანდირებდნენ სიტყვა “თავისუფლებას” და მოუწოდებდნენ მაღაზიის სტუმრებს მოიხსნან ნიღბები და არ მიიღონ მონაწილეობა ვაქცინაციაში.

თურქეთში Covid-19-ის ფართო გავრცელების ფონზე ხელისუფლებამ სახლიდან გასვლის შეზღუდვა დააწესა დასვენების დღეებში, ხოლო სამუშაო დღეებში კომენდანტის საათი მოქმედებს. რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით მუშაობენ, ხოლო იმისთვის რომ სავაჭრო ცენტრში მოხვდეთ საჭირო იქნება სპეციალური საშვის მოპოვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები