მსოფლიოში დღე-ღამეში COVID-19-ით 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსთ დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, დაინფიცირებულია 620 775 ადამიანი, ამასთან ერთად ვირუსისგან დაიღუპა 10 096 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Worldometers მოწმობს.

აღნიშნული ანტირეკორდიდან ევროპაში 189 724 ადამიანია დაინფიცირებული, სადაც კვლავ იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა ლიდერობენ.

საერთო ჯამში მსოფლიოში დიაგნოსტირებულია 66 მილიონი დაინფიცირებული, 46 მილიონი დაავადებული კი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 1 533 653 პაციენტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები