თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC Turkce  ავრცელებს.

BBC- ის ინფორმაციით,  მიწისძვრა მიწისქვეშ 77.2 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ანტალიაში და მის მიმდებარე პროვინციებში იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები