ერევანში პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით მრავალრიცხოვანი მიტინგი ტარდება

ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი ერევანში, თავისუფლების მოედანზე, პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, მიტინგს მართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

“ჩვენ დღეს ახალ ლოზუნგს ვაჟღერებთ: სომხეთი მოღალატე ნიკოლას გარეშე”,- განაცხადა ოპოზიციური პარტიის “შანაკცუტიანის” წარმომადგენელმა გეგამ მანუკიანმა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 9 ნოემბერს ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არსობლივად კაპიტულაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები