BBC – რუსეთი კოვიდვაქცინაციის პროგრამის განხორციელებას მოსკოვში დაიწყებს

რუსეთი კოვიდვაქცინაციის პროგრამას იწყებს, პირველ რიგში მოსკოვში არსებული კლინიკები რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს აცრიან, რისთვისაც რუსეთი ადგილობრივ ვაქცინას, Sputnik V-ს გამოიყენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვაქცინის შემქმნელები აცხადებენ, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, მაგრამ ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაშია.

BBC-ის ცნობით, პროგრამაში ათასობით ადამიანი უკვე დარეგისტრირდა, რომ შაბათ-კვირას, გასაკეთებელი 2 ინექციიდან, პირველი გაიკეთონ.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 13 მილიონი ადამიანის აცრაზე მიიღო შეთავაზება, მათშორის არიან სოციალურ მუშაკები, სკოლის თანამშრომლები და  ჯანდაცვის სამსახურში დასაქმებული ადამიანები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები