ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ სიტუაციას განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ დღის წესრიგშია ნათქვამი.
როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საბჭო შეაჯამებს ბოლო საერთაშორისო მოვლენებს, კერძოდ საქართველოში არჩევნების შემდგომ სიტუაციას, ვენესუელაში საპარლამენტო აჩვენებს, თურქეთთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ადამიანის უფლებების საკითხს.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე გაცვლიან მოსაზრებებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე და განსაზღვრავენ ევროკავშირსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის მომავალ პრიორიტეტებს.
მინისტრები, ასევე განიხილავენ ჩინეთის მიერ უსაფრთხოების შესახებ მიღებული კანონის შედეგებს ჰონგ-კონგში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა 7 დეკემბერს გაიმართება და მას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.