ნოემბრის ბოლო კვირაში ფულადი გზავნილები უცხოეთიდან 3 %-ით გაიზარდა

24-30 ნოემბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა წლიურ ჭრილში 227%-ით გაიზარდა. 17-23 ნომებრის მონაკვეთში კი ზრდა 81%-ს გაუტოლდა.

„თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეული მიმოხილის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. რაც შეეხება დანარჩენ სამეზობლოს, 24-30 ნოემბრის პერიოდში სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და წ/წ -22% შეადგინა. 17-23 ნოემბრის შუალედში კი კლება 49%-ს გაუტოლდა.
რუსეთიდან შემოდინებები წლიურად 8%-ით შემცირდა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 24-30 ნოემბრის პერიოდში დადებითი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები