საქართველოში, სტუდენტის სტატუსის შეჩერების გამო, სწავლას 30,101 ახალგაზრდა ვერ ახერხებს – „ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი კვლევის შედეგები

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სტუდენტური სტატუსის შეჩერების მაჩვენებელზე არსებულ ინფორმაციას აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქმედითი და აქტიური ღონისძიებები განახორციელოს სწავლის საფასურის დავალიანების მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად, განათლების ხელმისწავდომობისთვის, ვინაიდან მდგომარეობა არასახარბიელო და წლების მანძილზე მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლის სტატისტიკური მონაცემი, რომელიც შეეხებოდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების, აღდგენის და გამომწვევი მიზეზების კვლევას. საქართველოს უმაღლესი საგანამათლებლო 28 დაწესებულების მონაცემზე დაყრდნობით, დგინდება, რომ 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სტუდენტის სტატუსი შეიჩერა 35,030 პირმა, 2019-2020 სასწავლო წლის მონაკვეთში კი – 32,559. მთლიანობაში, სტატუსი შეიჩერა 68,589 სტუდენტმა. ამასთან, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სტუდენტის სტატუსი აღიდგინა 20,053 პირმა, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის მონაკვეთში 18,435 სტუდენტმა. მთლიანობაში, სტატუსი აღიდგინა 38,488 სტუდენტმა. წარმოდგენილი მონაცემის ანალიზი ცხადყოფს, რომ 2020 წლის ბოლოს, საქართველოში 30,101 სტუდენტი კვლავ სტატუსშეჩერებულია.

ორგანიზაცია დაინტერესდა 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლის სტატისტიკური მონაცემის ფარგლებში იმ მიზეზებით, თუ რა იწვევს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას.

ორგანიზაცია აქვეყნებს იმ უმაღლესს სასწავლებლებს, სადაც მკაფიოდაა წარმოდგენილი 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლის სტატისტიკური მონაცემი სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ.

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 3 143 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 3 521 პირმა, სულ – 6 664 სტუდენტმა;
2. სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 3 718 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 3 588 პირმა, სულ – 7 306 სტუდენტმა;
3. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 534 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 397 პირმა, სულ – 931 სტუდენტმა;
4. სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 4 655 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 3 373 პირმა, სულ – 8 028 სტუდენტმა;
5. სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 3 644 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 3 062 პირმა, სულ – 6 706 სტუდენტმა;
6. სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 555 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებშ – 425 პირმა, სულ – 980 სტუდენტმა;
7. შპს – საქართველოს უნივერისტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 1401 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 1684 პირმა, სულ – 3085 სტუდენტმა;
8. შპს – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში სტატუსი შეიჩერა – 5 570 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 5 668 პირმა, სულ – 11 438 სტუდენტმა;
9. შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 198 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 301 პირმა, სულ – 499 სტუდენტმა;
10. შპს – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერისტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 162 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 134 პირმა, სულ – 296 სტუდენტმა;
11. შპს – გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 275 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 181 პირმა, სულ – 456 სტუდენტმა;
12. შპს – ევროპის უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 317 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 429 პირმა, სულ – 745 სტუდენტმა;
13. შპს – კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტში 2018-2019 წლებშ სტატუსი შეიჩერა – 1 068 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 685 პირმა, სულ 1 337 სტუდენტმა;
14. შპს – კავკასიის უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 652 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 685 პირმა, სულ 1 337 სტუდენტმა;
15. შპს – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლ უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 231 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 176 პირმა, სულ – 406 სტუდენტმა;
16. შპს – ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 168 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 248 პირმა, სულ – 416 სტუდენტმა;
17. შპს – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეუჩერდა – 30 ფიზიკურ პირს, 2019-2020 წლებში – 47 პირს, სულ – 77 სტუდენტს;
18. შპს – მილენიუმი სასწავლო უნივერისტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეუჩერდა – 1 040 ფიზიკურ პირს, 2019-2020 წლებში – 595 პირს, სულ – 1 635 სტუდენტს;
19. შპს – ბაუ ინთერნეიშენალ უნივერისტეტში, ბათუმი 2018-2019 წლებში სტატუსი შეუჩერდა – 32 ფიზიკურ პირს, 2019-2020 წლებში – 26 პირს, სულ -58 სტუდენტს;
20. შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეუჩერდა – 240 ფიზიკურ პირს, 2019-2020 წლებში – 188 პირს, სულ – 422 სტუდენტს.
21. ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 9 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 9 პირმა, სულ – 18 სტუდენტმა;
22. ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გელათის სასულიერო აკადემია და სემინარიში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 18 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 14 პირმა, სულ 32 სტუდენტმა;
23. ა(ა)იპ – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 11 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 86 პირმა, სულ – 97 სტუდენტმა;
24. ა(ა)იპ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში სტატუსი შეიჩერა – 310 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 242 პირმა, სულ – 552 სტუდენტმა;
25. ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაში 2018-2020 წლებში სტატუსი შეიჩერა – 79 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 52 პირმა, სულ – 131 სტუდენტმა;
26. ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 629 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 398 პირმა, სულ – 1027 სტუდენტმა;
27. ა(ა)იპ – ჯიპა – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 211 ფიზიკურმა პირმა, 2019-2020 წლებში – 450 პირმა, სულ – 661 სტუდენტმა;
28. ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში 2018-2019 წლებში სტატუსი შეიჩერა – 16 ფიზიკურმა პირმა, 2019 -2020 წლებში – 34 პირმა, სულ – 50 სტუდენტმა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მისასალმებელია სახელმწიფოს გადაწყვეტილება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სწავლის საფასური აუნაზღაურდეს სოციალურად დაუცველი სტუდენტების კატეგორიას. რა თქმა უნდა, აღნიშნული არ არის საკმარისი და სახელმწიფოს მართებს პრობლემის საკანონმდებლო დონეზეც გადაწყვეტაც. ამ კუთხით, ორგანიზაცია ერთ-ერთ საშუალებაც განიხილავს სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების წინადადების მხარდაჭერას, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკანონმდებლო წინადადების სახით, საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. ორგანიზაცია, ამ კუთხით მუშაობას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები