ორბანის განცხადებით, ბუდაპეშტი კიევს ფულს აღარ მისცემს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბუდაპეშტი კიევს ფულს აღარ მისცემს და ბუდაპეშტი არც ზელენსკის ფინანსურ მოთხოვნებს და შანტაჟს დაექვემდებარება.

“უკრაინის ოქროს ილუზია იშლება. ომის მაფიოზური ქსელია გამოაშკარავებული, რომელსაც პრეზიდენტ ზელენსკისთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა. გადადგა ენერგეტიკის მინისტრი, მთავარი ბრალდებული ქვეყნიდან გაიქცა. ეს ქაოსია, რომელშიც ბრიუსელის ელიტას ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულის გადაყრა უნდა. ის, რაც არ ნადგურდება წინა ხაზზე, სამხედრო მაფიის ჯიბეში მიდის. ეს საგიჟეთია” – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები