აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა.

საბოლოო შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 14 „ქართულმა ოცნებამ“, შვიდი კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. ვინაიდან უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რაოდენობა 21-ია, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პოლიტიკური სუბიექტებს სჭირდებათ ბუნებრივი ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა, რაც მხოლოდ ორმა პარტიამ მოახერხა.

„ნაციონალური მოძრაობა” უარს ამბობს უმაღლეს საბჭოში შესვლაზე, თუმცა, მათ უსკო-სთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე არ მიუმართავთ.

რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოში პირველი სხდომის თარიღს, ის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ის მეორე ტურიდან 1 თვის ვადაში უნდა გაიმართოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები