ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საშეშე მერქნის დარიგება მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ (100 000-მდე ქულა) ოჯახებს საშეშე მერქანი გადაეცემათ.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებზე სათბობი შეშის გადაცემის პროცესი დაწყებულია. ამ მიზნით, 450 კუბური მეტრი საშეშე მერქანი გამოიყო და ეტაპობრივად 151 ოჯახი დაკმაყოფილდება.

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები ხორციელდება, რის ფარგლებშიც ვცდილობთ, დავეხმაროთ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს და, შესაძლებლობის ფარგლებში, შევუმსუბუქოთ ყოფითი პრობლემები.

ამ ეტაპზე, საშეშე მერქანი გადაეცემათ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაძლებლობა, თავად უზრუნველყონ ზამთრისთვის სათბობი შეშის მომარაგება”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები