მინდია დავითაძე: მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაქონლე ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს ყველა ელექტრონული განმცხადებელი საშეღავათო პერიოდის, 6 თვის განმავლობაში

“სასაქონლე ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი. ამ შეღავათით ისარგებლებს ყველა განმცხადებელი, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. შეღავათი 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, 7 დეკემბრიდან 2021 წლის 7 ივნისამდე პერიოდში”, – ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება და ემსახურება ბიზნესის დახმარებასა და წახალისებას.

„მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე გარკვეული ტიპის შეღავათის დაწესებას. ეს უმთავრესად ბიზნესის მხარდაჭერისა და დახმარების, მათი წახალისების მიზანს ემსახურება, რაც ხარჯის შემცირების გზით ძალიან ღირებული აქტივის შეძენის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაქონლე ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი. ამ შეღავათით ისარგებლებს ყველა განმცხადებელი, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. შეღავათი 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, რომელიც დაიწყება 7 დეკემბრიდან და დასრულდება 2021 წლის 7 ივნისამდე პერიოდში. აღნიშული ინიციატივის ღირებულებაა, დაახლოებით, 405 000 ლარი, რომელიც მთლიანად კერძო სექტორში დარჩება”, – განაცხადა მინდია დავითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები