ეკატერინე ტიკარაძე: ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება, ვერ შევძელით ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შეჩერებული იყოს ყველა ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის პირველი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის დაცვაა.

მისივე თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას ის შეზღუდვები, რომლებიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

“გამომდინარე იქედან, რომ დღეს მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია, ის არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვწუხვარ,  ეს აქციები კვლავ იმართება, ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შეჩერებული იყოს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიცვათ ყველა ის ზომა, არა მხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ  – ყველა ის შეზღუდვა, რომელიც გამოქვეყნებულია და დადგინდა 28 ნოემბრიდან”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები