გორგასლის N103-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ზონა მოეწყო

კრწანისში დასასვენებლი სივრცეებისა და საბავშვო ზონების კეთილმოწყობა გრძელდება.
სამუშაოების ფარგლებში, ქვაფენილის ბილიკები იგება, ეწყობა კაუჩუკის საფარი, ასევე, ძველი საბავშვო ატრაქციონები რეაბილიტირდება და ეწყობა ახალი.
მათ შორისაა გორგასლის N103-ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აქამდე მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ საბავშვო სივრცე.
2018 წლიდან დღემდე რაიონში მოეწყო და რეაბილიტირდა 55-მდე სკვერი და კრწანისის მთლიან ტერიტორიაზე 6 ჰექტარზე განთავსდა ახალი რეკრეაციული სივრცეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები