ელჩებთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეხვედრა დასრულდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსა  და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრა დასრულდა. ევროკავშირის ელჩის ოფისი „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა – გრიგოლ ვაშაძემ და კობა ნაყოფიამ უკვე დატოვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მცირე კომენტარი გააკეთეს.

როგორც კობა ნაყოფიამ განაცხადა, არ იცის, გაიმართება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

„კონსულტაციისთვის მოვედით. დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. მესამე რაუნდი არ ვიცი, გაიმართება თუ არა”, – განაცხადა ნაყოფიამ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე მათ თავიანთი მოსაზრებების გაცნობა სთხოვეს.

„არ იცით, რატომ მოვედით? გვთხოვეს მოსვლა და გავაჟღერეთ ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება აშშ-ის ელჩს, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები