ბიძინა კულუმბეგოვი: მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ზეგავლენა ვირუსის გავრცელებაზე 3-4 კვირაში გამოჩნდება

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ზეგავლენა ვირუსის გავრცელებაზე 3-4 კვირაში გამოჩნდება.

“3-4 კვირაში გამოჩნდება სტატისტიკის სტაბილიზაცია და მინიმუმ, მოკლება მაინც. სრული ჯაჭვის გაწყვეტას ან სექტემბრამდე პერიოდში დაბრუნებას ჩვენ ძალიან დიდი ხანი მოვუნდებით და აცრის გარეშე ვერ შევძლებთ, თუმცა, პოპულაციური იმუნიტეტიც ყალიბდება. პირობითად, დღეში თუ 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს, გამოდის, რომ თვეში 300 ათასამდე იზრდება, ამიტომ  2-3 თვის განმავლობაში, ძალიან დიდი რაოდენობაა ჩვენი მოსახლეობის, პოპულაციური იმუნიტეტის გარკვეულ ზღვარსაც ვაღწევთ და შვედეთის მაგალითმაც აჩვენა, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელება იყო და მიაღწია 20%-ს, მკვეთრად დაიწყო შემთხვევების რაოდენობის შემცირება, თუმცა, იქ ზაფხულიც დაემთხვა და ეს ბოლომდე დადგენილი არ არის, მაგრამ 15-20% იძლევა საშუალებას, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდეს და ვფიქრობ, ეს ნიშნები 3-4 კვირაში აშკარად გამოიკვეთება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები