გიორგი გახარია: არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას
“არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და ჩვენს ქვეყანაში მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც მთავრობა საუბრობდა ივნისშიც, ივლისშიც, აგვისტოშიც და ამისთვის ემზადებოდა.
„არავინ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებდით აბსოლუტურ ციფრებში იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში. ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ივნისშიც, ივლისშიც, აგვისტოშიც და ამისთვის ვემზადებოდით, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2 მდგენელის მაგივრად რომ გაგვიჩნდა 3 მდგენელი, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო მეტ კომპრომისებზე მოგვიწია წასვლა”, – განაცხადა პრემიერმა.