ნათია თურნავა: დახმარების პაკეტის დაწყებას ბევრი დრო არ დასჭირდება, ვინაიდან ჩვენ უკვე აპრობირებულ მეთოდებზე ვსაუბრობთ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დახმარებების პაკეტის დაწყებას მოკლე დრო დასჭირდება, ვინაიდან ეს უკვე აპრობირებული მეთოდია.

“დახმარების პაკეტის დაწყებას ბევრი დრო არ დასჭირდება. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა მოსამზადებელი პერიოდი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უკვე აპრობირებულ მეთოდებზე ვსაუბრობთ,  ეს ძალიან მოკლე ვადაში დაიწყება. ჩვენ დეტალებს სულ მალე გამოვაცხადებთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ახალი შეზღუდვები დაწესდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები