ვაშინგტონი მომავალ კვირას ისრაელსა და ლიბანს შორის პირველ პირდაპირ მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

ისრაელსა და ლიბანს შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები მომავალ კვირას, ვაშინგტონში დაიწყება,- ამის შესახებ Axios-ის კორესპონდენტი იუწყება.

მისივე ცნობით, შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება.

ამავდროულად, Ynet-ი იუწყება, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან ბრძანა ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებების „რაც შეიძლება მალე“ დაწყება.

“მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება “ჰეზბოლას” განიარაღებასა და ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებაზე“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები