გიორგი გახარია: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ
“ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დამტკიცდა.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა უფრო შემცირდება.
„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, რამაც ასევე უნდა შეამციროს ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდა. ეს არის ამ გეგმის ძირითადი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.