გიორგი ვაშაძე: რეალობა ეს არის დღეს, რომ ადამიანს კოვიდვირუსი მძიმე ფორმით თუ აქვს, უნდა ჩააწყოს, რომ საავადმყოფოში მოხვდეს

“სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღეს კორონავირუსის მართვის თვალსაზრისით რთული სიტუაციაა.

ვაშაძის თქმით, ყველგან რიგია, “ცხელ ხაზზე” ვერ გპასუხობენ და საავადმყოფოებში ჩაწყობა ხდება.
„ძალიან ვწუხვარ, რომ რასაც რამდენიმე თვის წინ ვამბობდი კოვიდვირუსსზე, დღეს გამართლდა. მაშინ ვთქვი, რომ 1,500 ადამიანზე 1 ექიმის გადამზადება/ დატრენინგება შესაძლებელი იყო იმისათვის, რომ ყველას გვქონდეს შესაძლებლობა, ვიცოდეთ, რომელ ექიმს დავურეკო, მივიდე, ტესტი გავიკეთო და თუ მძიმე ფორმა არ მაქვს სახლში ვიმკურნალო ან გადავიდე საავადმყოფოში. ყველგან ქაოსია, რეკავ “ცხელ ხაზზე”, პასუხს არ გაძლევენ, ტესტირებებზეც რიგია და, რაც ყველაზე მთავარია, ჩაწყობით საავადმყოფოებში მოხვედრა ხდება, რეალობა ეს არის დღეს, რომ ადამიანს კოვიდვირუსი მძიმე ფორმით თუ აქვს, უნდა ჩააწყოს, რომ საავადმყოფოში მოხვდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები