მეცნიერები: ბრიტანული ვაქცინა ეფექტურია 70%-ით, ის იაფია, მისი შენახვა და ტრანსპორტირება გაცილებით მარტივია
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 70%-იან ეფექტურობას ავლენს.
AstraZeneca-მ შესაბამისი მონაცემი მასშტაბური კვლევის შედეგად გამოაქვეყნა.
ოქსფორდელი მეცნიერების შედეგი წარმატებაც და იმედგაცრუებაც შეიძლება, იყოს, რადგან Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები 95%-ან ეფექტურობას ავლენენ.
ამასთანავე, აღინიშნება, რომ ოქსფორდული ვაქცინა გაცილებით იაფია, მისი შენახვა და ნებისმიერ ქვეყანაში ტრანსპორტირება ბევრად მარტივია, ვიდრე – მისი კონკურენტების პრეპარატის. ამრიგად, აღნიშნულ ვაქცინას პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუ ის შესაბამისი ორგანოების მიერ იქნება აღიარებული.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით მიღებულ მონაცემს “ფანტასტიკური”უწოდა
“ძალიან შთამბეჭდავი ინფორმაციაა, რომ ოქსფორდის ვაქცინამ ასეთი ეფექტურობა აჩვენა. წინ კიდევ რჩება შემოწმებები, მაგრამ ეს ფანტასტიკური შედეგია”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ბრიტანეთის მთავრობამ ოქსფორდული ვაქცინის 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვის არის საკმარისი.