ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 15 საჩივარია შესული

“საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 15 საჩივარია შესული”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჩივრები ეხება ერთ შემთხვევაში უბნის ბათილად ცნობას, ასევე მოთხოვნილია გადასატანი ყუთების ბათილად ცნობა გლდანსა და ქუთაისში. საჩივრები შესულია რუსთავის, გლდანის, თელავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის და ისნის ოლქებში.

„რუსთავის ოლქში შესულია 1 საჩივარი, გლდანში -2, თელავში 1, ზუგდიდში – 4, ქუთაისში -5, ბათუმში -1, ისანში -1. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ამ დროისთვის შესული საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ. აღნიშნული საჩივრების განხილვა დადგენილ ვადებში მოხდება. ხოლო რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმების კანონიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ის შეიძლება დღეს და ხვალ შევიდეს საოლქო საარჩევნო კომისიებში და შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიები კანონით დადგენილ ვადებში მოახდენენ საჩივრებთან დაკავშირებით რეაგირებას. ვადა გახლავთ 2 დღე. დავაზუსტებ და გეტყვით უფრო დეტალურად, რომ თელავში მაგალითად ერთი საჩივარი ეხება უბნის ბათილობას, გლდანში და ქუთაისში იყო საჩივარი, რომელიც ეხება გადასატანი ყუთების ბათილობას, დანარჩენ შემთხვევებში არის დისციპლინური პასუხისმგებლობა მოთხოვნილი“, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები