ცესკო-ში ანა მიქელაძის წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ

“ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ დაწერა განცხადება და წავიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ანა მიქელაძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

„ვერ დავადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დაწერა განცხადება და წავიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ჩემი ინფორმაციით, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მთხოვეს, რომ შევასრულო დროებით პრესსპიკერის მოვალეობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქალბატონი ანა დაბრუნდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერს, ანა მიქელაძეს 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბრიფინგი არ გაუმართავს. სპიკერის მოვალეობას ნათია იოსელიანი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები