ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მანქანას მინები ჩაუმსხვრიეს

ზუგდიდის #67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, მის კუთვნილ მსუბუქ ავტომობილს საქარე მინები ჩაუმსხვრიეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მესხმა განუცხადა, აღნიშნული ქმედება მიზანმიმართულად არის ჩადენილი.

“მანქანას ორივე მინა ჩამტვრეული აქვს, დიდი რიყის ქვით. არვიცი ვის უნდა გაეკეთებინა, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს არის მიზანმინართულად განხორციელებული ქმედება. ჩემმა მეუღლემ გამოიძახა შესაბამისი უწყებები და გამოძიება დაადგენს ალბათ მომხდარს”, – ამბობს მესხი.

შემთხვევა ზუგდიდის ცენტრში გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები