გიგი უგულავა: ხვალ ოპოზიციის ერთობისგან არჩევნებს სრული იგნორი ექნება

“ჩვენ არ გვინდა არანაირად, შევიდეთ რაიმე ტიპის კოლიზიაში თვითონ ამომრჩეველთან”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

უგულავს თქმით, მეორე ტური თავიდან ბოლომდე არის ფიქცია.

„ერთადერთი სწორი მიდგომა ოპოზიციის ერთობისგან არის სრული იგნორი, ანუ ის, რაც ხვალ მოხდება, არის ფიქცია, ჩვენ არ გვინდა არანაირად შევიდეთ რაიმე ტიპის კოლიზიაში თვითონ ამომრჩეველთან მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები.
ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს მეორე ტური არის თავიდან ბოლომდე ფიქცია, იმისათვის რომ ივანიშვილმა „გაიპრავოს” 31-ში ჩადენილი ძალადობა და გაყალბება. ამიტომ საზოგადოების ყველაზე სწორი რეაქცია, ისევე როგორც მთელი პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრის არის იგნორი,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები