ბადრი ჯაფარიძე: მზად ვართ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიმუშავოთ იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძენოს.
„ერთადერთი გამოსავალი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა არის. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ დაპირისპირება ოპოზიციასთან კრიზისს აღრმავებს, ერთად უნდა ვიმუშაოთ ყველამ.
შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას განვიხილავდით და კრიზისის განმუხტვაზე ვმსჯელობდით. ჩვენ მზად ვართ,  „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიმუშავოთ იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს გამოსავალი კი ახალ არჩევნებში მდგომარეობს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები