კელი დეგნანი: მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას

“ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია.

„ძალიან კარგი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი თანმხდებიან, ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და ჩვენ გამოსავლის მოსაძებნად სამუშაოს ვასრულებთ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას. ყველაფერი პოლიტიკური პარტიების ლიდერების გადასაწყვეტია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები