თბილისში, ზუბალაშვილების N8-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზუბალაშვილების ქ. N8-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველის გამაგრება განხორციელდა, ასევე, მოეწყო კედლები, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდა, ბზარები დამუშავდა და სპეციალური მასალით შეივსო.
აღნიშნულ შენობაში 11 ოჯახი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ, გამაგრების სამუშაოების განხორციელების შედეგად, მათთვის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 ათასი ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები