პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით, ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში დისტანციურად ჩატარდა

Twinning-ის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, ევროპული პროექტების სინერგიის მიზნით, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის მარის კლოდოვსკა-კიურის პროგრამის “ევროპელ მკვლევართა ღამის” პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით, ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში დისტანციურად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის ფონდი ავრცელებს.

,,შეხვედრაზე დამსწრეებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია მიესალმა. დისტანციურ შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტები დოქტორი გილბერტ აჰამერი – ავსტრია, მუზა კირიუსინა – ლატვია, მონაწილეობდნენ. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები ჩართულები იყვნენ, როგორც მოდერატორები. ტრენინგში მონაწილეობდნენ DAAD-სა და ფონდის ერთობლივი კონკურსისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული მეცნიერები,”- ნათქვამია ფონდის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 19 ნოემბრის ღონისძიებაზე განხილული იყო თემატიკა: საკომუნიკაციო სტრატეგია სამიზნე აუდიტორიისათვის, საკომუნიკაციო მესიჯები, საკომუნიკაციო მედიუმი, ენა, დიზაინი და სტრუქტურა, პრეზენტაციის მომზადება და სხვა.

,,მეცნიერების კომუნიკაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მეცნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ერთ-ერთი მიზანია,”- ნათქვამია რუსთაველის ფონდის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები