გერმანელი ექიმები მთავრობას საახალწლო ფოიერვერკების გაუქმებისკენ მოუწოდებენ

გერმანელი სამართალდამცველები, ექიმები და რიგი პოლიტიკოსები ქვეყნის მთავრობას საახალწლო ფოიერვერკების გაუქმებისკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი აზრით, პიროტექნიკის გაშვება უკავშირდება ადამიანების თავშეყრასა და ალკოჰოლის ჭარბ მიღებას, რაც ამჟამინდელ ვითარებაში არასასურველია.

ამის შესახებ Bild-თან საუბარში გერმანიის პოლიციის პროფკავშირების თავმჯდომარე რეინერ ვენდტმა განაცხადა.

ქვეყნის რიგ ქალაქებში, მაგალითად, ფრანკფურტსა და ჰანოვერში ასეთ შესაძლებლობას უკვე განიხილავენ.

ამასთან, ქვეყნის შს მინისტრი, ჰორსტ ზეეხოფერი პიროტექნიკის აკრძალვას არ ეთანხმება.

“ახალი წლის ღამეს ფოიერვერკი უნდა იყოს დაშვებული. თუმცა, აქაც აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, რაც დისტანციასა და პირბადის ტარებას გულისხმობს. ეს გაკონტროლდება”, – თქვა მან.

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გაშვებაზე უარი ნიდერლანდებში უკვე ითქვა იმ მოტივით, რომ მედიკოსები მხოლოდ კოვიდ19-ით ინფიცირებულთა მკურნალობაზე იყვნენ ორიენტირებულნი და არ მოცდნენ ფოიერვერკების გაშვების შედეგად დაშავებულთა დახმარებაზე. ქვეყანა აკრძალვის გამო დაზარალებულ დარგს, ზარალის კომპენსაციის სახით, 40 მილიონ ევროს გადაუხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები