კახა კახიშვილი: საპარლამენტო ტრიბუნის ალტერნატივა ქუჩის ტრიბუნა ვერ იქნება ან თუნდაც ტელეეთერის ტრიბუნა

“აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მით უფრო, იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა „დღის ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ოპოზიციისა და ხელისუფლებისათვის, არამედ – ქვეყნისა და საქართველოს მომავალი განვითარებისთვის.

„რაც შეეხება მის გზავნილს, მეც ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ტრიბუნა არის საპარლამენტო ტრიბუნა. 9 პოლიტიკური პარტია მოხვდა პარლამენტში და მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ტრიბუნის ალტერნატივა ქუჩის ტრიბუნა ვერ იქნება ან თუნდაც ტელეეთერის ტრიბუნა, რადგან ეს არის ცოცხალი პროცესი. წარმოიდგინეთ, ცხრავე პარტიამ რომ იმუშაოს და გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც მათი პარტია ატარებს, რითაც მოვიდნენ და გადალახეს ეს ბარიერი. ვგულისხმობ მათი ამომრჩევლების დაკვეთას. წარმოიდგინეთ, რამდენად დემოკრატიულ პარლამენტს მივიღებთ. ვფიქრობ, შეცდომა იქნება, თუ არ შევლენ პარლამენტში”, – განაცხადა კახიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები