აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისშია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ხვდებიან.
ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.
დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.
მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართავს.