ავღანეთში თავდასხმას 12 ძალოვანი ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, ბადაჰშანის პროვინციაში თავდასხმას სულ მცირე 12 ძალოვანი ემსხვერპლა.

Tolo News-ის ინფორმაციით, კიდევ 10 ადამიანი დაიჭრა.

მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ თავდასხმა “თალიბანის” მებრძოლებმა განახორციელეს.

ტერორისტულ დაჯგუფებაში მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები