ეკატერინე ტიკარაძე: ყველა კლინიკა ვალდებულია, აანაზღაუროს ექიმების, ექთნებისა და დამხმარე პირების ხელფასი იმ ტარიფით, რომელიც დადგენილებითაა გაწერილი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა კლინიკა ვალდებულია, აანაზღაუროს ექიმების, ექთნებისა და დამხმარე პირების ხელფასი იმ ტარიფით, რომელიც დადგენილებით არის გაწერილი.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილება ძალაშია.
„კოვიდის მართვაში ჩართული საწოლფონდის რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, მიდგომა პერსონალის ანაზღაურებაში არ შეგვიცვლია. დავთვალეთ პერსონალის საბაზრო ანაზღაურება საათობრივ ჭრილში, რომელიც შეეხებოდა არა მხოლოდ ექიმებს, არამედ – ექთნებსა და დამხმარე პერსონალსაც. შესაბამისად, ყველა კლინიკა ვალდებულია, რომ დადგენილებით გაწერილი ტარიფით აანაზღაუროს მათი ხელფასები. დადგენილება ამოქმედებულია. გასცეს თუ არა გაზრდილი ანაზღაურება ეს კლინიკებს უნდა ჰკითხოთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს კერძო სექტორია“, – განაცხადა მინისტრმა.