საგარეჯოში სოფელ მანავის წყლის სისტემი სმოწყობას 10 მილიონი მოხმარდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
კომპანიის ცნობით, დაგეგმილი პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება.
,,დღეის მდგომარეობით, სოფელ მანავში არარსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობა წყალს წყაროებიდან და ჭაბურღილებიდან იღებს.
დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, წყლის სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის, კორპუსებისში და ქსელის მოწყობასა და გამრიცხველიანებას.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 25 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც 4000-ზე მეტ ადამიანს სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.