თენგიზ ცერცვაძე: ნოემბრის ბოლომდე შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 ათასს გასცდეს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შესაძლოა ნოემბრის ბოლომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება გაგრძელდეს.

მისივე თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3000-სს გადააჭარბოს.

„ხედავთ, რომ ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებლები. ჯერჯერობით, ეს რიცხვი სულ იზრდება. როგორც ეპიდემიოლოგები და ამ საქმის სპეციალისტები გვეუბნებიან, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შეიძლება ეს მატება გაგრძელდეს და შესაძლოა, 3 000-ს გადასცილდეს ახალი შემთხვევების რიცხვი. ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს და პირველ რიგში, კლინიკურ სექტორს, რამეთუ ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა არის პირდაპირი დატვირთვა კლინიკური სექტორისთვის. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხვედრი, მთელ მსოფლიოში ასეა. მსოფლიოში ყოველ დღე მყარდება ახალი შემთხვევების რეკორდი, ასევე მყარდება სიკვდილიანობის რეკორდები. ევროპის, აშშ-ის ქვეყნები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის იმიტომ, რომ ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოკდაუნი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები