საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ადგილობრივ საწარმოთა 94 % იყენებს
საქსტატის კვლევების თანახმად, საწარმოთა 94.0 პროცენტს, 2020 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 35.5 პროცენტი და DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 23.7 პროცენტი. საწარმოთა 21.4 პროცენტი იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 13.2 პროცენტი – სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).
2020 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 46.1 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, განისაზღვრა 18.4 პროცენტით.