სომხეთის პრეზიდენტი: შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შევიტყვე

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქსიანი აცხადებს, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.

მისი თქმით, საკითხის რაიმე განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამის შესახებ სარქსიანის განცხადებაშია ნათქვამი.

“პრესიდან შევიტყვე ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტზე. პრესიდან შევიტყვე ომის შეწყვეტის პირობების შესახებაც. როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ჩემთან სამწუხაროდ, კონსულტაციები არ გამართულა, არც დოკუმენტზე მსჯელობა იყო, არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიმიღია”, – აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას საერთოეროვნული მნიშვნელობა აქვს და ნებისმიერი ნაბიჯი, ქმედება თუ გადაწყვეტილება, “მით უმეტეს, რაიმე სახის დოკუმენტის ხელმოწერა, უნდა იყოს ყველამხრივი კონსულტაციებისა და დისკუსიის საგანი”.

“ხაზს ვუსვამ, რომ არწახის ბედი, შესაბამისად, სომეხი ხალხის ბედი შეიძლება, იყოს გადაწყვეტილი მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და მხოლოდ ეროვნული კონსენსუნსის საფუძველზე”, – წერია სარქსიანის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები