გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მათი უფლებაა კანონის ფარგლებში მოაწყონ შესაბამისი აქციები და აბსურდული მოთხოვნები დააყენონ, ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ

“მათი უფლებაა, კანონის ფარგლებში მოაწყონ შესაბამისი აქციები და აბსურდული მოთხოვნები დააყენონ, ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კახიანმა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვა.

კახიანი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია თავისი პოზიციების აბსურდულობას მალე გააცნობიერებს.

„მათი უფლებაა, რომ კანონის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მოაწყონ შესაბამისი აქციები და მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ძალიან მალე ისინი თავად გაათვიცნობიერებენ თავისი პოზიციების აბსურდულობას, ძალიან მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან და ძალიან მალე დაუბრუნდებიან საარჩევნო პროცესს, ოდნავ მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას. რაც შეეხება კიდევ ერთ მოთხოვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ – პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არ გვყავს“, – აღნიშნა კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები