ნატო დუმბაძე: ნუ დავიყოფით, ნურც გავიყოფით!
„ნუ დავიყოფით, ნურც გავიყოფით! განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ხელოვნებას ვემსახურებით!”, – ამის შესახებ პროდიუსერი, ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მოკლედ, მეგობრებო, ნუ დავიყოფით, ნურც გავიყოფით! განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ხელოვნებას ვემსახურებით! მშვიდობა მივიტანოთ და მოვიტანოთ ყველგან, კეთილი ელჩის მანტია მოვისხათ და ჩამოვატაროთ, ჩამოვატაროთ ბევრი სიყვარული! წრფელი გულით ჯანმრთელობა ვუსურვოთ ყველას! ეს ხომ ძალიან იოლია! დავათბოთ ქვეყანა, მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან უსიყვარულოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე!”, – წერს ნატო დუმბაძე.