რუსუდან თევზაძე: დაუშვებელია და სამარცხვინო “ნაციონალების” მხრიდან რაიმე ტიპის კრიტიკაზე საუბარი სახელმწიფოს არადემოკრატიულობაზე

სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი, რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის რადიკალური ოპოზიციის მიმდინარე ქმედებებს ეხმაურება. თევზაძის თქმით, დაუშვებელი და სამარცხვინოა  “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კრიტიკა არადემოკრატიულობასთან დაკავშირებით.

,,განსაკუთრებით დღეს, 7 ნოემბერს  დაუშვებელია და სამარცხვინო “ნაციონალების” მხრიდან რაიმე ტიპის კრიტიკაზე საუბარი სახელმწიფოს არადემოკრატიულობაზე და ოპოზიციური მედიის ცენზურასთან დაკავშირებით.

7 ნოემბერი იყო “ნაციონალების ფიქრის,, სიტყვისა და ქმედების განმსაზღვრელი ინდიკატორი, რომელსაც არ სჭირდება ზედმეტი განმარტებები. 7 ნოემბერი იყო ქვეყნისა და ხალხის ღალატი და მტრობა. და სწორედ ისაა ტრაგედია, რომ დღესაც გრძელდება იმ დღის შემოქმედთა ბოგინი მარტივ მამრავლებად დაშლილი პარტიების სახით.

როგორც ჩანს, მართლაც ჭეშმარიტი დემოკრატრიული ღირებულებების პატივისცემა და შესაბამისად მათთან კოჰაბიტაცია არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, მცირედ მაინც შეეთვისებინათ კაცთმოყვარეობის ფენომენი.

ადამიანის, პირველი ღირებულების სიცოცხლის ფასი მათთვის, ჩალის ფასი იყო და კვლავ ასეც რჩება. ამაზე მე არა, მათი წარსული და მიმდინარე პოლიტიკური თამაშის წესი მეტყველებს.

ცხადია ახალგაზრდა თაობა ჩვენი მომავალია და მათ დიდი თანადგომა და გულშემატკივრობა სჭირდება, თუმცა ისიც ძალიან აუცილებელია, რომ კარგად ჩაიხედონ წარსულში და მხოლოდ მას მერე, ნებსით თუ უნებლიეთ ჩაებან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ბინძურ თამაშებში.

ერთი კი ცხადზე უცხადესია, რომ დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, და ჩემთვის სწორედ ესაა იმის წინაპირობა, თუ რა შედეგიც აჩვენა არჩევნებზე ნაციონალურმა პარტიამ.

ერთმნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სახელმწიფოს ადამიანი უყვარს! “, – წერს თევზაძე “ფეისბუქზე”.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები