პაატა იმნაძე: თუ ყველა ერთად გავხდებით ავად და არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა, ვერცერთი ექიმი, ვერცერთი საავადმყოფო ამას ვერ გაუძლებს

საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

იმნაძის თქმით, თუ ელემენტარულ წესებს არ დავიცავთ, სამწუხარო რეალობა მოგველის.

„მე რასაც ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე და ეს არ არის არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის დანახვება, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ხოლო თუ არ დავიცავთ წესებს, ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა, ვერცერთი ექიმი, ვერცერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, სულ რომ გერმანელი კლინიკები გადმოვიტანოთ თავისი გერმანელი ექიმებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები