უნგრეთის მთავრობას, რომელიც ტრამპის მეორე ვადით არჩევას უჭერდა მხარს, მის გამარჯვებაში ეჭვი ეპარება

უნგრეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის უფროსი, გერგეი გუიაში აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევას პესიმისტურად უყურებს.

ამის შესახებ hvg.hu წერს.

მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების შანსებს აფასებს 30-40%-ით.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ცვლილებები მოხდება ახალ ადმინისტრაციაში, გუიაში ამბობს, რომ დემოკრატების გუნდს მოუწევს, გადაწყვეტოს, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებენ ცენტრალურ ევროპაში.

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის აქტიური მომხრეა. ის ღიად აცხადებდა, რომ ტრამპის მეორე ვადით არჩევას უჭერს მხარს.

გარდა ამისა, ქვეყნის შს მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა თავისი ქვეყანა ახსენა, როდესაც მსოფლიოში ტოტალური რეჟიმების გაძლიერებაზე საუბრობდა და საპასუხოდ ბაიდენს შეახსენა უკრაინაზე ზეწოლა და მისი შვილის როლი კომპანია Burisma-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები