ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში წმინდა სტეფანე დიაკონის სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა
ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. იყალთოში მდებარე წმ.სტეფანე დიაკონის სახელობის ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში. რესტავრაციის პროექტი დამტკიცდა 2016წ,ხოლო სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდა 2017 წ.
„პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ეკლესიის ძირითადი ნავის სრულ რესტავრაციას. სამუშაოები შესრულდა არსებული და დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
მეორე ეტაპი,რომელიც 2020 წელს განხორციელდა, ითვალისწინებდა სამი მინაშენის სრულ რესტავრაციას. გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარებულმა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებმა მინაშენების არქიტექტურაში ცვლილებები შეიტანა.რესტავრაცია იყო შესრულებული ცემენტით, შეცვლილი იყო ქანობები აღმოსავლეთის მხრიდან.ეკლესიის ირგვლივ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა, სხვა არქეოლოგიური არტეფაქტების გამოვლენის გარდა, გამოავლინა ეკლესიის არქიტექტურისთვის მეტად საყურადღებო მასალები.კერძოდ, დასავლეთ მინაშენის არარსებული კედელი. გამოჩნდა მისი კედლის სისქე და კავშირები სხვა ნავებთან.
რესტავრაციის პროცესში გამოვლინდა რამდენიმე გაუთვალისწინებელი გარემოება. მინაშენების კედლის სისქები. 80-იანი წლების რესტავრაციის დროს აშენებული არარსებული ტიხრები, აღმოჩნდა, რომ მათ საძირკველი არ გააჩნდათ და ისეა აშენებული, არსებული ეკლსიის ტიპის არქეოლოგიური მასალის და ანალოგიების კველევის და გაანალიზების შემდეგ, პროექტირების ეტაპზე დამტკიცდა ორი პარადული- ორთაღიანი შირიმის შესასვლელი.
რესტავრაციის პროცესში მდგომარეობა შეიცვალა.ცვლილება შეეხო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას. რამოდენიმე ნაგებობეს აშენების შემდგომ ეკლესიის ფასადების, მომსვლელთა ნაკადების მიმართულება ნაწილობრივ შეიცვალა.ძირითადი დატვირთვა დასავლეთ ფასდზე გადავიდა. ამის მიზეზი ტაძრის ეზოში ქვევრის სკოლის აგებამ განაპირობა. .ამის გამო პროექტით გათვალისწინებული ორი ორთაღიანი შირიმის პარადული შესასვლელი შეიცვალა. სამხრეთით დარჩა ერთი კარი. დასავლეთ კარიბჭე დარჩა უცვლელი. პროექტში შესული ცვლილებები დამტკიცდა როგორც საპატრიარქოს, ასევე ძეგლთა დაცვის საბჭოს მიერ.
შესრულებული სამუშაოების შედეგად:
პირველ რიგში მოხდა 80-იანი წლების რესტავრაციის დროს აშენებული კედლების და ტიხრების დემონტაჟი. ზოგან მთლიანად,ზოგან ნაწილობრივ. დემონტაჟი შეეხო ცემენტით ნაგებ მონაკვეთებს.
რთულ ხსნარზე (კირი-ცემენტი) მოხდა სამივე მინაშენის კედლების აღდგენა. შირიმის ქვაში გაითალა და აღდგა კაპიტელები და საბჯენი თაღები ინტერიერში. დასრულდა და კონსტრუქციულად გამაგრდა კონქი. აღდგა მინაშენების სარკმელები.თითო-თითო აღმოსავლეთით და სამხრეთით. დასავლეთით მოეწყო ორთაღიანი შირიმის ქვაში გათლილი ძრითადი შესასვლელი.
მინაშენების მთელ პერიმეტრზე დალაგდა შირიმის ქვაში გათლილი თარო კარნიზი.
ადგილობრივი, უხეშად შერჩეული ქვით გადაყვანილი იქნა კამარები.
აღდგენილი სამივე მინაშენი გადაიხურა ხის კონსტრუქციით. მოეწყო ტოლის ჰიდროიზოლაციის დამცავი ფენა და დაეფარა მეორადი ქართული კრამიტი.
იატაკები მოიჭიმა კირხსნარით. დაზაინებული კედლები ინტერიერში გამოილესა და აღდგა.ზოგან გაკეთდა ინექტირება. ნაწილობრივ შეიცვალა საპირე წყობის ქვები.
ძირითად მოცულობის ღიობებში შეიკიდა ხის, რკინით მოჭედილი სამი დიდი ზომის კარი“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წმ.სტეფანე დიაკონის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა VI საუკუნეს განეკუთვნება.