საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს საერთაშორისო ექსპერტი საიმონ ვარაკი სტუმრობს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს საერთაშორისო ექსპერტი საიმონ ვარაკი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში საიმონ ვარაკმა სააგენტოს ხელმძღვანელთან და სპეციალისტებთან ერთად, მოინახულა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი მცხეთის ისტორიულ ძეგლები. იგი, ასევე გაეცნობა სხვა ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობასაც და მათზე დაგეგმილ და მიმდინარე კვლევით და საკონსერვაციო სამუშაოებს.
საიმონ ვარაკი და ქართველი სპეციალისტები განიხილავენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის საჭიროებებს, ქვის კონსერვაციის უახლეს მეთოდებსა და ტენდენციებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.